სტამბოლში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – 4 ადამიანი დაიღუპა

სტამბოლში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - 4 ადამიანი დაიღუპასტამბოლში ავიაკატასტროფას 4 ადამიანი ემსხვერპლა. სამხედრო ვერტმფრენი ქალაქის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ უბანში ჩამოვარდა. სტამბოლის გუბერნატორის ინფორმაციით, ყველა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეა და სამოქალაქო პირებს შორის არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით ავიაკატასტროფის მიზეზი ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართავობა გახდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე პილოტი საფრენი აპარატის დასმას ინდუსტრიულ ზონაში ცდილობდა.

თურქეთის პროკურატურამ მომხდარის გამოძიება დაიწყო.

რუსთავი 2