თავდაცვა “ნათესავებისა” და ყაჩაღებისგან – კაცი ლატარიაში მოგებული მილიონების მისაღებად, “კივილის” ნიღბით მივიდა

თავდაცვა "ნათესავებისა" და ყაჩაღებისგან - კაცი ლატარიაში მოგებული მილიონების მისაღებად, "კივილის" ნიღბით მივიდაიამაიკაში, ლატარიის გამარჯვებული კაცი პრიზის მისაღებად „კივილის“ იმიჯით- ნიღბით და გრძელი მოსასხამით მივიდა. თუმცა მისი მიზანი ვინმეს შეშინება ან გამხიარულება არ ყოფილა.

სუპერლატარია იამაიკაში 2009 წლიდან არსებობს, მაგრამ ჯეკპოტი ამ 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 4 ადამიანს აქვს მოგებული, თუმცა არცერთ მათგანს თავისი ნამდვილი სახე არ უჩვენებია. როგორც ჩანს ახლადგამომცხვარ მილიონერებს არ სურთ რომ დიდი ხნის დაკარგულმა „ნათესავებმა“ ახლა მოიკითხონ ან თავდასხმის და გაქურდვის მხვერპლები გახდნენ.

გამარჯვებულები ძირითადად პარიკებით ან მიკრული ულვაშებით მიდიოდნენ პრიზის მისაღებას, თუმცა მამაკაცმა სახელად ა. კემპბელმა, რომელიც 158 მილიონი იამაიკური დოლარის (1 170 890$)მფლობელი გახდა, ყველას ორიგინალურობას გადააჭარბა და მოგების ჩეკი „კივილის“ ფორმაშ გამოწყობილმა მიიღო