თინა ხიდაშელი – „თავდაცვაში უბრძანებიათ, თინას ამბავიაო, ხოდა დოკუმენტები ნახეთ და დასკვნები თავად გააკეთეთ“

თინა ხიდაშელი - „თავდაცვაში უბრძანებიათ, თინას ამბავიაო, ხოდა დოკუმენტები ნახეთ და დასკვნები თავად გააკეთეთ“ თინათინ ხიდაშელი  სოციალურ ქსელში ეხმაურება მის მიმართ გავრცელებულ განცხადებას:

„დღეს ინფორმაცია გავრცელდა: სკანდალი: “უხარისხო ჩინურ ბათინკებში თავდაცვის სამინისტრომ სამ მილიონამდე ლარი დახარჯა”

ნიუსში არ არის მითითებული თვეები, მხოლოდ 2016 წელიო. თავდაცვაში უბრძანებიათ თინას ამბავიაო. ხოდა კომენტარების გარეშე მხოლოდ დოკუმენტები და ფაქტები. დასკვნები თავად გააკეთეთ არა მხოლოდ იმაზე თუ ვის დროს რა ხდება, არამედ იმაზეც ასეთ ოროსან ტყუილს რომ იტყვი რასთან გვაქვს საქმე.
1. “ნიუ ატლასთან” ჩემი მინისტრობის დროს ერთი კონტრაქტი გაფორმდა 2015 წლის ნოემბერში. ნიჩბოსნულ ტრენაჟორზე და მისი ფასი 2,784 ლარი იყო. (ორი ათას თვიდას ოთხმოცდაოთხი)
2. 2015 დეკემბერში გამოვაცხადეთ ფეხსაცმლის, ანუ ბათინკის ტენდერი და ჩავშალეთ ვინაიდან ვერავინ დააკმაყოფილა პირობები; (დოკუმენტი თან ერთვის)
3. 2016 გაზაფხულზე ისევ გამოცხადდა ტენდერი, სადაც ეს კომპანია მონაწილეობდა და ტენდერიდან მისი დისკვალიფაკაცია მოხდა. (დოკუმენტი თან ერთვის)
4. ჩინურ ბათინკზე საერთოდ უარი ვთქვით, გასაგები მიზეზების გამო, პრინციპში ერთჯერადია.
5. 2016 ზაფხულში ისევ გამოცხადდა ტენდერი და მერე ჩვენ წავედით. საბუთების მიღება 30 ივლისს დაიწყო, მე უკვე დაწერილი მაქვს განცხადება. 4 აგვისტოს დასრულდა იზორია უკვე მინისტრია. შემდეგ იყო სატენდერო კომისია და ა.შ. იზორიაა მინისტრი. ამის შემდეგ 3 კომპანიას, რომელსაც “ნიუ ატლასზე” უკეთესი პირობები აქვს (ფასით) დისკვალიფიკაციას უკეთებენ (დოკუმენტი თან ერთვის) და ნიუ ატლასი იმარჯვებს ტენდერში, რომლიდანაც მანამდე ორჯერ ამოვაგდეთ ჩვენ.
6. 2016 წლის 27 სექტმებრს, იზორიას მოადგილე კაპანაძე ხელს აწერს ხელშეკრულებას რომლითაც მისცეს 2,453,001 ლარის (ორი მილიონ ოთხასორმოცდაცამეტიათასიანი) კონტრაქტი “ნიუ ატლასს”. (დოკუმენტი თან ერთვის)

ამასობაში #IPN დაგვეწია იზორიას მოადგილის კომენტარით, ” რა პირობითაც გამოცხადდა 2016 წლის ივლისში ტენდერი, იმ პირობითვე ჩაიბარა კომპანიამ მითითებული საქონელი.” 🙂 კიდევ ერთხელ, უფრო მოკლედ
– დიახ ტენდერებს ვაცხადებდით
– იმათ ვინც ვერ აკმაყოფილებდა პირობებს დისკვილიფიკაციას ვუკეთებდით;
– გამოცხადებულ ტენდერებსაც ვაუქმებდით თუ არ ვარგოდა შემოთავაზებები;
– ზუსტად ასე მოვიქეცით მანამდე ორჯერ, ეს კომპანია ორჯერ ჩაიხსნა.
– ჩვენგან განსხვავებით იზორიას მინისტრობისას, ყველა ჩახსნეს ვისაც უკეთესი პირობები ქონდა და “ნიუ ატლასს” გაამარჯვებინეს.
დოკუმენტები თან ერთვის.
დასკვნები და დანარჩენი ანალიზი კი მკითხველზეა მთლიანად.

PS ეს ამბები წვრილად შეგიძლიათ თავადაც ნახოთ შესყიდვების სააგენტოს პორტალზე, სადაც კიდევ ბევრ სხვა საინტერესოს ნახავთ.“ – წერს თინა ხიდაშელი.