ნუ დაადგებით ემიგრანტის გზას… თქვენ წყლის მომწოდებელი მაინც გყავთ, ჩვენ ეგეც არ გვყავს… თავად გამოვუტანეთ განაჩენი ჩვენ თავს…

ემიგრანტი, ანი გოცირიძე, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომლითაც ის საზოგადოებას მიმართავს.

“სადღაც სხვა ქვეყანაში გადაკარგული ვარ, არა თქვენი ბრალი არ არის ჩემო მკითხველო აქ რომ ვიმყოფები, არჩევანი და განაჩენი თავად გამოვუტანე ჩემს თავს,თქვენ რა შუაში ხართ… უბრალოდ ერთი რამ მინდა გთხოვოთ, ჩვენი სურათებით ნუ განსჯით აქაურ ცხოვრებას და ილუზიებს ნუ შეიქმნით თითქოსდა ემიგრანტობა ლამაზი ცხოვრებაა… პრინციპში ვერც გაგამტყუნებთ, ჩვენ მხოლოდ ლამაზ სურათებს ვდებთ,კვირაში ორჯერ, ან ერთხელ, ან უარესს შემთხვევაში თვეში ერთხელ… დანარჩენი დღეები არ არსებობს… არსებობს მაგრამ არა ჩვენთვის,გალიაში გამოკეტილი ადამიანებისთვის, რომელიც იძულებულია საკუთარი ბებიის თუ დედის მაგივრად სხვის დედ-მამას უვლიდეს და დაფოფინებდეს,იმიტომ რომ იქ მოაგვაროს პრობლემები და შეწიროს წლები რომელსაც ვერავინ დაუბრუნებს უკან… ვერ დაუფასებს მეთქი ვერ ვიტყვი,ჩემი პირადიდან გამომდინარე, მადლობა უფალს, რომ მიფასებენ… მაგრამ მაინც…

როცა გენატრება, როცა ცუდად ხარ, ოთხკედელშუა გამომწყვდეული ცხოველი ხარ მათთვის, ვისთანაც ერთხელაც კი არ შედიან და არ ეკითხებიან : -როგორ ხარო…წევხარ საწოლში და სხეულის ტკივილთან ერთად სული გტკივა, ავდმყოფობა და სიმარტოვე ერთად გერევა დასუსტებულ სხეულზე და სულზე…მეგობრები გყავს მაგრამ მათაც არ შეუძლიათ შენამდე მოსვლა და წამლის მოწოდება, უფულობისა და დროის უქონლობის გამო. ხოო არ გაგიკვირდეთ უფულოდ ემიგრანტის ყოფნა, რადგან აღების დღესვე იგზავნება თითქმის ბოლო კაპიკამდე იქ სადაც გასაგზავნია… და ასე ყველაფრით დაცარიელებული ითვლი შენს ვენებში გადმოსულ წუთებს, მარტოობის წუთებს, უპატრონობის წუთებს… საშინელებაა ხომ? ნუ დასცქერით მხოლოდ ლამაზ სურათებს, ლამაზი ხედებით და ნუ გშურთ ჩვენი… ჩვენ თქვენი თავისუფლება გვენატრება და საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა… დედის ხელის ჩახუტება და შვილისთვის თავზე ხელის გადასმა… თქვენ წყლის მომწოდებელი მაინც გყავთ, ჩვენ ეგეც არ გვყავს… ოთხკედელშუა გამომწყდეულებს სულში მარტოობა და მონატრება გვიდგას კათეტერად და სათითაოდ დათვლილი წამები წლებად გვეღვრება ვენებში, მარტოობის და მონატრების წლებად… ეს ჩვენ ვართ, ემიგრანტები… უამრავი თავისუფალი დროით, ფიქრისთვის, მონატრებისთვის და ტანჯვისთვის, მარტოობისთვის რომ იმეტებს ჩვენთვის სამყარო…არა სამყარო რა შუაშია თავად გამოვუტანეთ განაჩენი ჩვენ თავს…ახლა კი…გთხოვთ თქვენც ნუ დაადგებით ამ გზას…მეც ასე მეგონა…რა კარგად ცხოვრობდნენ ემიგრანტები სურათებიდან… ახლა მე ვცხოვრობ მათსავით სურათებით…ეს ჩვენი ტკივილია და მანამ თავად არ გამოცდი ვერც მიხვდები “რა კარგად არიან ემიგრანტები” …..

მხარე.გე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019