ტრამპის და კიმის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ტრამპის და კიმის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდაჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერებს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში „საკმაოდ კარგი და კონსტრუქციული შეხვედრები“ ჰქონდათ, თუმცა, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

შეხვედრა ვიეტნამში იმართებოდა, რომლის მიზანსაც კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღება წარმოადგენდა. ამ მიზნით პირველი შეხვედრა კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის სინგაპურში გასულ წელს გაიმართა.

იპნ