ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადადონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სათანადო წერილები ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე კონგრესის ორივე პალატის ხელმძღვანელს გაუგზავნა.

გადაწყვეტილება ტრამპს, კონგრესის გვერდის ავლით, მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხაზე წვდომის საშუალებას აძლევს. საუბარია 8 მილიარდ დოლარზე.

უკვე ცნობილია, რომ დემოკრატები პრეზიდენტის დადგენილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პარალელურად, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტსაც, რომლითაც ქვეყნაში ე.წ. შათდაუნის განმეორება თავიდან აიცილეს.