წელიწადში რამდენჯერ უნდა გქონდეთ სექსი თქვენს ასაკში?

წელიწადში რამდენჯერ უნდა გქონდეთ სექსი თქვენს ასაკში?ცნობისმოყვარე მეცნიერები ყველაფერს ითვლიან. ჰოდა, ახლა გამოთვალეს, მისაღები სექსუალური აქტის რაოდენობა ასაკის მიხედვით. საინტერესოა, არა?!

კინსის ინსტიტუტისა და ინდიანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ერთობლივად ჩაატარეს კვლევა, რომლის გარეშე, ალბათ, ერთი დღეც ვერ გავძლებდით! (სულზე მოგვისწრეს).

მეცნიერებმა გადაწყვიტეს დაეთვალათ, თუ რა რაოდენობის სექსია მისაღები სხვადასხვა ასაკში. მინდოდა, გამეხარებინეთ და მეთქვა, რომ რაც უფრო გემატებათ წლები, მით უფრო დატვირთული და რეგულარული ხდება თქვენი სექსალური ცხოვრება, მაგრამ სამწუხაროდ, მეცნიერები ამის თქმის საშუალებას არ იძლევიან.

ყველაზე ხშირად სექსით კავდებიან 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდები (როგორი სიურპრიზია!). ანთებული, ცეცხლოვანი ტემპერამენტი, საშუალოდ, წელიწადში 112 სექსუალურ აქტს ითვალისწინებს და ეს არის სექსი კვირაში ორჯერ (თქვენც უფრო მეტის მოლოდინი გქონდათ?).

თუკი თქვენი ასაკი 30-დან 39 წლამდეა, წელიწადში 86 სექსუალური აქტით უნდა შემოიფარგლოთ. ანუ სექსი კვირაში 1,6-ჯერ (როგორც ჩანს, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კვირაში მეორედ გადაწყვეტთ სექსს, მაგრამ პრელუდიის დროს მოულოდნელად ჩერდებით და ფიქრობთ, უმჯობესია სერიალს ჩაუჯდეთ).

ხოლო თუკი ტორტზე უკვე 40 სანთელი ჩააქრეთ, სექსით წელიწადში 69-ჯერ უნდა დაკავდეთ. რიცხვი, რა თქმა უნდა, სექსუალურია, მაგრამ ძალიან ნუ გაგიხარდებათ, რადგან თქვენი სექსუალური აქტივობა 20 წელთან შედარებით ორჯერ მცირდება.

მეცნიერები სექსუალური აქტივობის შემცირებას არა მხოლოდ ლიბიდოს დაქვეითებას, არამედ, ყოველდღიურ ცხოვრებას, პასუხისმგებლობებს, მოვალეობებს და ოჯახში ისეთი წევრების გაჩენას უკავშირებენ, რომლებიც უნდა აღზარდოთ, გამოკვებოთ, გაართოთ, ატაროთ კინოში, თეატრში – ანუ, რაღა თქმა უნდა, ბავშვებს.

საინტერესოა, რატომ გაჩერდნენ მეცნიერები 49 წელზე? იქნებ, 50 წლის ასაკის შემდეგ სექსი კიდევ უფრო სასიამოვნო და აქტიური იყოს?!

ფანთაიმი