ცოტნე გამსახურდია – “რაც გინდა გააკეთო ამ ქვეყანაში, მაგინებელი არ მოგაკლდება, უნდა მიაფურთხო ამათ”

ცოტნე გამსახურდია - "რაც გინდა გააკეთო ამ ქვეყანაში, მაგინებელი არ მოგაკლდება, უნდა მიაფურთხო ამათ"მამუკა ხაზარაძის თიბისის ხელმძღვანელობიდან წასვლას ცოტნე გამსახურდია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“რაც გინდა გააკეთო ამ ქვეყანაში, მაგინებელი არ მოგაკლდება. უსაქმური, უნიათო, უსწავლელი და ლაჩარი მაგინებელი, რომელიც შენი ლანძღვით საკუთარი უ-ს გადაფარვას ეცდება. სწორედ ამიტომ, უნდა მიაფურთხო ამათ ყველას და ცალ-ცალკე.

არის მეორე საშიშროებაც. ამ არარაობების იგნორირებისას ძალზე შორს შეიძლება შეტოპო, გამწარდე, გაბოროტდე ყველასა და ყველაფერზე და ადამიანობაცა და კანონებიც ფეხზე დაიკიდო. ამისათვის უნდა გქონდეს ღუზა, რომელიც დაგეხმარება: ეს არის შენი შინაგანი მორალური კანონი და შენდამი მონდობილთა ბედ-იღბალი.

მე არ ვაპირებ ახლა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებული პერიპეტიებისა და საქმიანობის გარჩევას, ვეცდები მოგვიანებით დავწერო საკუთარი მოსაზრება. უბრალოდ ვიკითხავ:

რა სჯობდა, 2 მილიონი კლიენტის და 10 ათასი თანამშრომლის კეთილდღეობის დარტყმის ქვეშ დაყენება?! ქოცებს ჭკუა დაუშლიდათ თუ ნამუსი?! ქვეყანაში, სადაც კანონი, სასამართლო, პარლამენტი და მთავრობა ერთ კაცზეა მორგებული?! ეს ქვეყანა გვინდოდა ჩვენ და აჰა…

დარჩებოდა – იტყოდნენ, საკუთარ თავს უნდა ყველაფერი გადააყოლოსო. წავიდა – ამბობენ, გაიქცაო. ამიტომ დასაწყისში დაწერილი რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინო.

პ.ს. იმედი მაქვს, ხაზარაძე ქმედით ბრძოლას გააგრძელებს.”