ვატო შაქარაშვილმა შეიძლება “ქართული ოცნება” დატოვოს – ვიდეო

ვატო შაქარაშვილმა შეიძლება "ქართული ოცნება" დატოვოს - ვიდეო“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, “ქართული ოცნება” შესაძლოა პარტიის საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარაშვილმა დატოვოს.

ვატო შაქარაშვილი ამ დროისთვის პარლამენტში იმყოფება და ეკა ბესელიასთან და ლევან გოგიჩაიშვილთან კონსულტაციებს მართავს.

“მნიშვნელოვანი რამ მოხდა გუშინ. ორი მნიშვნელოვანი კენჭისყრა იყო. პარლამენტის გარკვეულმა წევრებმა, ერთის მხრივ მხარი არ დაუჭრეს სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეების თავხედობის დასაწყისს, მათ არ დაუჭირეს მხარი “ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე რეჟიმად აღიარებას და ამასთან, იგივე ადამიანებმა, იგივე დეპუტატებმა, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი “ნაციონალურ მოძრაობასთან” ალიანსში დაადანაშაულეს. ამით მგონი ყველაფერი ცხადია. ძალიან მაღალი ხარისხის უტიფრობაა ეს”, – განაცხადა ვატო შაქარაშვილმა ჩვენთან საუბარში.

რაც შეეხება მისი პარტიიდან წასვლას, დეპუტატმა ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.

ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის დატოვების შესახებ გუშინდელი პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. რაც შეეხება ეკა ბესელიას, მისი გადაწყვეტილება დღეს, 12:00 საათზე, ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

პრაიმ ტაიმი