ზუგდიდში დედა-შვილს მანქანა დაეჯახა – ქალს ბავშვი ეჭირა და წითელზე გადადიოდა

ზუგდიდში დედა-შვილს მანქანა დაეჯახა - ქალს ბავშვი ეჭირა და წითელზე გადადიოდაზუგდიდის ცენტრში, კოსტავასა და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე მდებარე შუქნიშანთან დედა-შვილს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მათ დაზიანებები ფეხის და თავის არეში აღენიშნებოდათ. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალს ბავშვი ხელში ეჭირა და წითელზე გადადიოდა.

როგორც შს სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იპნ