13 წლის ლიზა ვადაჭკორია რუსთავში მე-8 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა – ვიდეო

13 წლის ლიზა ვადაჭკორია რუსთავში მე-8 სართულიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა - ვიდეოდღეს რუსთავში, ლეონიძის 4 ნომერში, 13 წლის ლიზა ვადაჭკორია 8 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, გოგონა 11 წლის მეგობართან ერთად სახლის სახურავზე ავიდა,  სურათის გადაღების დროს, სავარაუდოდ, არასრულწლოვანს ფეხი დაუცდა და სახურავიდან გადმოვარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ლიზას ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება. ექსპერტიზის ბიუროსთან იმყოფებიან გარდაცვლილი ლიზა ვადაჭკორიას ახლობლები. ისინი კატეგორიულად გამორიცხავენ ვერსიას, რომ შესაძლოა გოგონა ე.წ. ლურჯი ვეშაპის თამაშში იყო ჩართული და კორპუსის სახურავიდან თავად გადმოხტა. გარდაცვლილის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ბავშვი მეგობართან ერთად სახურავზე სურათის გადასაღებად ავიდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა.

ლიზა ვადაჭკორია და მისი მეგობარი ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ნახეს იმ კორპუსის მცხოვრებლებმა, საიდანაც გოგონა გადმოვარდა.  ადგილობრივები ამბობენ, რომ ბავშვი ამავე კორპუსში არ ცხოვრობს.

„ის ბავშვი თავის ფეხით ჩამოვიდა, მეორე. რომ დავიწყე ყვირილი, რომ რა გინდოდათ, კრიშაზე რას აკეთებდით მეთქი და ამან ამიყვანაო. ამას გამოვყევიო. იმას არ უთქვამს რომ სურათს ვიღებდითო. ამ ბავშვმა გამომიყოლაო,“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები.

გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 115 მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ლიზა ვადაჭკორია მამასთან და დედინაცვალთან ერთად რუსთავში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

რუსთავი 2