25 წლის ბაიკერი მამუკა ნაცვალაძე ოზურგეთში ავარიაში დაიღუპა – ვიდეო

ავტოსაგზაო შემთხვევას ოზურგეთში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დაახლოებით 12:00 საათზე რუსთაველის ქუჩაზე მოხდა, რომლის დროსაც ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მავალი 2 მსუბუქი ავტომანქანა და მოტოციკლეტი შეეჯახნენ.

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლებმა მცირე დაზიანებები მიიღეს, მოტოციკლეტის მძღოლი, 25 წლის მამუკა ნაცვალაძე კი ადგილზევე გარდაიცვალა.

„მოვდიოდით მანქანით აგერ, ამ მანქანით და უცბად შემოასკდა ეს მოტოციკლეტი, ეს ახალგაზრდა კაცი, მეტი არაფერი არ მახსოვს. ჩვენს გზაზე მოვდიოდით და იქედან გადმოსული პირდაპირ დაგვეტაკა,“ – განაცხადა მსუბუქი ავტომობილის ერთ-ერთმა მძღოლმა.

როგორც ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში განმარტავენ, ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები 25 წლის მამუკა ნაცვალაძე საავადმყოფოში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

„სადღაც 14 საათისთვის 112-ის მიერ მოტანილია ახალგაზრდა, სავარაუდოდ 25 წლის მამაკაცის გვამი. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სიცოცხლისთვის ტრავმა იყო შეუთავსებელი, ქალა ფუძის მოტეხილობა, ზემო და ქვემო კიდურების მრავლობითი მოტეხილობა. დაეწყო რეანიმაციული ღონისძიებები, სამწუხაროდ, უეფექტოდ,“ – აცხადებს სამედიცინო ცენტრის დირექტორი.

დაშავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

🔘 ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეეწირა.მოტოციკლისა და ავტომანქანის შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი მამუკა ნაცვალაძე ადგილზე გარდაიცვალა. ☑ „მედალფას'' დირექტორის დავით მდინარაძის თქმით, ცხედარს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა. ჰქონდა მრავლობითი, მათ შორის ქალა-ფუძის მოტეხილობა.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.#გურიაTV

Gepostet von ტელეკომპანია "გურიაtv"/tv company – guriatv am Mittwoch, 13. März 2019

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019