37 ცალი პორშე ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა

37 ცალი პორშე ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა2.000 მანქანა, მათ შორის 37 პორშე საფრანგეთის სანაპიროსთან ჩაიძირა. ამის შესახებ DailyMail წერს.

იტალიურ გადამზიდ გემს, რომელსაც ბრაზილიაში 2.000 მანქანა, მათ შორის 37 პორშე გადაჰქონდა, საფრანგეთის სანაპიროსთან ცეცხლი გაუჩნდა და ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა. ჩატარდა მასშტაბური სამაშველო ოპერაცია.

ეკიპაჟის 27 წევრი მაშველებმა ხმელეთზე უვნებელი გამოიყვანეს.

პორშეს წარმომადგენლობამ უკვე დაადასტურა, რომ ხომალდს მათი ოთხი მოდელი 911 GT2 RSგადაჰქონდა, თითოეული მათგანის ფასი $293,200 შეადგენს. ამ კონკრეტული მოდელის წარმოება თებერვალში შეწყდა, თუმცა პორშე მზად არის ზარალის ანაზღაურების მიზნით, აღნიშნული მოდელები ისევ დაამზადოს. პორშეს შტუტგარდის წარმომადგენლობამ ბრაზილიელ მომხმარებლებს წერილი მისწერა და დაპირდა, რომ სპეციალურად მათთვის ამ მოდელებს ისევ დაამზადებენ.

“ამა წლის 12 მარტს გემი, რომელსაც თქვენი ავტომობილები გადაჰყავდა, ცეცხლის გაჩენის შემდეგ ჩაიძირა, რის გამოც ჩვენ ძალიან ვწუხვართ. როგორც მოგეხსენებათ, 911 GT2 RS მოდელის წარმოება თებერვალში შეწყდა, თუმცა აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, პორშე მზადაა ახალი მანქანები დაგიმზადოთ. წარმოება აპრილში დასრულდება და ივნისში მანქანა ადგილზე გეყოლებათ” – ნათქვამია წერილში.

გარდა 911 Gთ2 ღშ მოდელისა, გემს პორშეს სხვა მოდელები, 718Caymans, Boxters და Cayennes გადაჰქონდა.

გადამზიდ გემთან ერთად, ევროპული წარმოების ავტომობილების კომპანიის, აუდის რამდენიმე მანქანაც ჩაიძირა. მათ შორის A3, A5, RS4, RS5 და Q7 მოდელები.

ინფო 9