აღმაშენებლის და სოსლანის სახელები ტერორისტების იარაღზე – სუსი პარტნიორებისგან ინფორმაციას იღებს

აღმაშენებლის და სოსლანის სახელები ტერორისტების იარაღზე - სუსი პარტნიორებისგან ინფორმაციას იღებსახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმისას ტერორისტებს იარაღზე ქართულ ენაზე დავით აღმაშენებლის და დავით სოსლანის სახელები ეწერათ.

ამასთან დაკავშირებით სუსი უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან.

აღნიშნულის თაობაზე ნინო გიორგობიანმა ფეისბუქში დაწერა:

“უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო.”