“აიისამ” ირაკლი სესიაშვილის გამოსახულებიანი პრეზერვატივები გამოუშვა

"აიისამ" ირაკლი სესიაშვილის გამოსახულებიანი პრეზერვატივები გამოუშვა“გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის, “ბიბლიური თავისუფლების” ორი წლისთავთან დაკავშირებით, “აიისამ” პარლამენტის წევრ ირაკლი სესიაშვილის გამოსახულებიანი პრეზერვატივები შექმნა.

“გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ერთ-ერთი პრეზერვატივის გამოსახულება საზეიმო ტორტზეც დაატანეს.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა, რომლის მიხედვითაც არამართლმადიდებელ მღვდელმსახურებს ჯარში წასვლა მოუწევთ.

ჯაფარიძის თქმით, სესიაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში, მას საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს ხვალ, 18 მარტს ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა წარედგინება, რომლის მიხედვით, სასულიერო პირები, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ.

2020ნიუსი