აკ­ლდა­მა­ში ქა­ლის ჩონ­ჩხია, რო­მე­ლიც შვილს ძუ­ძუს აწო­ვებ­და – რა მოხდა ხევსურეთის სოფელ ანატორში

აკ­ლდა­მა­ში ქა­ლის ჩონ­ჩხია, რო­მე­ლიც შვილს ძუ­ძუს აწო­ვებ­და - რა მოხდა ხევსურეთის სოფელ ანატორშიანა­ტო­რი ხევ­სუ­რე­თის ულა­მა­ზე­სი ნა­სოფ­ლა­რია, სა­დაც მზე ორ­ჯერ ამო­დის. ასე იმი­ტომ ამ­ბო­ბენ, რომ დი­ლით ამო­სუ­ლი მზე გო­რას მო­ე­ფა­რე­ბა და შემ­დეგ ისევ ამო­დის… სოფ­ლის შე­სა­ხებ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და კვლე­ვებ­ში სუ­ლი­შემ­ძვრე­ლი, სევ­დი­ა­ნი ის­ტო­რი­ე­ბია შე­მო­ნა­ხუ­ლი. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, სო­ფელს ჭირი მო­ე­დო, სხვა სოფ­ლებ­შიც რომ არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო, ხალ­ხი აკ­ლდა­მებ­ში თა­ვი­სი ნე­ბით შე­დი­ო­და და სიკ­ვდილს იქ ელო­და…

მიხა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გზამ­კვლევ­ში “შა­ტი­ლი” (2008 წელი) წერს: “სო­ფე­ლი ანა­ტო­რი მდე­ბა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის მხა­რე­ში, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ის­ტო­რი­ულ ხევ­სუ­რეთ­ში (პი­რი­ქი­თა), მდი­ნა­რე არ­ღუ­ნი­სა და მუ­ცოს­წყლის შე­სარ­თავ­თან, შა­ტი­ლი­დან ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით 2-3 კი­ლო­მეტრში.

XVIII სა­უ­კუ­ნე­ში ამო­წყდა ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი სო­ფე­ლი. ისე, რომ ერთი ადა­მი­ა­ნიც არ გა­ვი­და მე­ზო­ბელ სოფ­ლებ­ში. რა­ღაც ინ­ფექ­ცია, აქა­უ­რად “ჟამი” მო­ე­დო სო­ფელს და რაკი დამ­მარ­ხა­ვი და აკ­ლდა­მამ­დე მიმყვა­ნი აღა­რა­ვინ რჩე­ბო­და, ავად­მყო­ფი ანა­ტორ­ლე­ბი თა­ვი­სი ფე­ხით მი­დი­ოდ­ნენ აკ­ლდა­მა­ში. გარ­დაც­ვლი­ლებს სა­წო­ლი თა­რო­ე­ბი­დან ძირს გად­მო­აგ­დებ­დნენ და მში­ერ მწყურ­ვალ­ნი, ვინ იცის, რამ­დენ ხანს ელოდ­ნენ სიკ­ვდილს… ასე­თი თვით­და­მარ­ხვა კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის ალ­ბათ უც­ნო­ბია და ის­ტო­რი­კო­სე­ბი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფე­ბის სა­თა­ნა­დო შეს­წავ­ლა­სა და შე­ფა­სე­ბას ელო­დე­ბა”.

პრო­ფე­სო­რი ამი­რან არა­ბუ­ლი ამ­ბობს რომ, რო­დე­საც სო­ფელს შავი ჭირი მო­ე­დო, ამ­ბო­ბენ, ერთ დღეს 60 ადა­მი­ა­ნი გა­ვი­და სოფ­ლი­დან, თა­ვის ნე­ბით შე­ვიდ­ნენ აკ­ლდა­მებ­ში და და­ი­ხოც­ნენ: “სოფ­ლი­დან ჭირი რომ სხვა სოფ­ლებ­ში არ გა­სუ­ლი­ყო, კა­ცე­ბი, ქა­ლე­ბი თუ ბავ­შვე­ბი ასე იღუ­პე­ბოდ­ნენ… დღეს შა­ტილ­ში ჩამ­სვლე­ლე­ბი ანა­ტორ­საც სტუმ­რო­ბენ, რად­გან იქ­ვეა. სა­ო­ცა­რი წარ­სუ­ლის სო­ფე­ლია და ვი­სურ­ვებ­დი მის შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს გა­ე­გო!”

წარ­მო­შო­ბით ანა­ტო­რე­ლი, ხა­ტია ლი­ქო­კე­ლი სო­ფელ­ზე გა­გო­ნილ ლე­გენ­დებს გვიყ­ვე­ბა:

“პირ­ვე­ლად სო­ფე­ლი ანა­ტო­რი 23 წლის ასაკ­ში, 2013 წელს ვნა­ხე და ის ემო­ცი­ე­ბი არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა! სოფ­ლის გა­ნა­პი­რას არის აკ­ლდა­მე­ბი, სა­დაც მთე­ლი სო­ფე­ლი ამო­წყდა… ბე­ბი­ა­ჩე­მი ბავ­შვო­ბა­ში მი­ამ­ბობ­და, რომ იყო ერთი სო­ფე­ლი, სა­დაც ჭირი გაჩ­ნდა, აკ­ლდა­მებ­ში გა­ი­ხიზ­ნა მთე­ლი სო­ფე­ლი, სხვა სოფ­ლებ­საც ჭირი რომ არ გა­და­დე­ბო­დათ.

აკ­ლდა­მა­ში იპო­ვეს აკ­ვან­ზე გა­დამ­ხო­ბი­ლი ქა­ლის ჩონ­ჩხი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ შვილს ძუ­ძუს აწო­ვებ­და, რად­გან ჩვი­ლის ჩონ­ჩხიც იქვე ნა­ხეს… ეს იყო ამ სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის გა­უ­გო­ნა­რი თავ­და­დე­ბა, რად­გან ბავ­შვე­ბიც კი არ გა­აგ­ზავ­ნეს სხვა სოფ­ლებ­ში და დი­დი­ან-პა­ტა­რი­ა­ნად და­ი­ხოც­ნენ… ამ აკ­ლდა­მებ­ში აუ­ა­რე­ბე­ლი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა ინა­ხე­ბო­და, რად­გან ხევ­სუ­რეთ­ში ბევ­რი ვერ­ცხლის სამ­კა­უ­ლე­ბი ჰქონ­დათ, საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, აკ­ლა­დე­მე­ბი გა­ი­ძარ­ცვა, ბევრ შემ­თხვე­ვა­ში უცხო­ე­ლე­ბის­გა­ნაც კი და არა­თუ ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვის ქა­ლე­ბი და ძვლე­ბიც კი წა­ი­ღეს…

ბავ­შვო­ბა­ში რა­საც ბე­ბია მიყ­ვე­ბო­და, მითი მე­გო­ნა… ბე­ბია გვა­რად არა­ბუ­ლი, ხევ­სუ­რი გახ­ლავთ და ხევ­სუ­რეთ­ზე ბევ­რი იცის! აკ­ლდა­მე­ბი თა­ვად რომ ვნა­ხე, ჩემ­თვის შო­კი­მომ­გვრე­ლი იყო და თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­ში, არ­ქივ­ში ვე­ძებ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას ანა­ტო­რის შე­სა­ხებ… იმ პე­რი­ოდ­ში სულ ცუდ სიზ­მრებს ვხე­დავ­დი, თით­ქოს აკ­ლდა­მა­ში ვი­დე­ქი, შავ­ნაბ­დი­ა­ნი ხალ­ხი ირ­გვლივ მეხ­ვე­ო­და, დამ­წუხ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით მი­ყუ­რებ­დნენ და ხში­რად ტი­რი­ლით მეღ­ვი­ძე­ბო­და…

– ანა­ტორ­ზე რა ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­ძი­ეთ?

– აკ­ლდა­მებ­თან მთას ჰყოფს მდი­ნა­რე და ამ მთის გა­დაღ­მა იყო სო­ფე­ლი ანა­ტო­რი. სო­ფელ­ში მეჩ­ვიდ­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში მოხ­და ჭი­რის აფეთ­ქე­ბა, რაც სა­ოც­რე­ბა იყო, რად­გან მთა­ში ჭი­რი­ა­ნო­ბა უიშ­ვი­ა­თე­სი იყო… ერთ ვაჟ­კაც, ხევ­სურ მე­ო­მარს რა­ღაც უთან­ხმო­ე­ბა მოს­ვლია თა­ვის ხალ­ხთან და ხატი შუ­ბით გა­უ­პია. მერე ამ­ბობ­დნენ, რომ ხა­ტის რის­ხვა და­ა­ტყდა თავს მთელ სო­ფელს და ჭირ­მა იფეთ­ქა… იმ­დე­ნად ვა­კჟა­ცუ­რი ხალ­ხი იყ­ვნენ ძვე­ლი ხევ­სუ­რე­ბი, მთე­ლი ხევ­სუ­რე­თი რომ არ ამო­წყვე­ტი­ლი­ყო, მდი­ნა­რის გად­მოღ­მა აა­შე­ნეს აკ­ლდა­მე­ბი – ვინც ჭი­რით დას­ნე­ულ­დე­ბო­და, თა­ვის ფე­ხით მი­დი­ოდ­ნენ და სიკ­ვდილს იქ ელო­დე­ბოდ­ნენ. იმ­დე­ნად ბევ­რი ხალ­ხი იყო აკ­ლდა­მებ­ში, უკვე მო­მაკ­ვდავს კლდე­ზე გა­და­აწ­ვენ­დნენ და მის ად­გილს იკა­ვებ­დნენ. ხალ­ხი, ვინც იქ ამო­ი­ხო­ცა, მათი გვა­რი იყო – სის­ვა­უ­რი (სი­სა­უ­რი სხვაა). სის­ვი ხევ­სუ­რუ­ლად მწვა­ნე ფერს ნიშ­ნავს, მწვა­ნე თვა­ლე­ბი ჰქონ­დათ და მწვა­ნე ტა­ლა­ვე­რი ედ­გათ. ჩემი ნამ­დვი­ლი გვა­რიც სის­ვა­უ­რი ყო­ფი­ლა…

– რო­გორ გა­დარ­ჩა თქვე­ნი შტო?

– ჭირ­მა პი­რი­ქი­თა ხევ­სუ­რეთ­ში – ანა­ტორ­ში იფეთ­ქა. სა­ნამ ჭირი გაჩ­ნდე­ბო­და, პი­რა­ქე­თა ხევ­სუ­რეთ­ში ერთ ქალს ვაჟი ჰყო­ლია დე­დუ­ლეთ­ში გა­მოგ­ზავ­ნი­ლი. იგი ბე­ბი­ამ და პა­პამ გა­ზარ­დეს, რო­მე­ლიც ლი­ქო­კის ჭა­ლა­ში და­სახ­ლდა და გამ­რავ­ლდა… ლი­ქო­კი ამ­ბო­ბენ, რომ ქის­ტუ­რი სა­ხე­ლია და მთის ძირ­ში მა­ცხოვ­რე­ბელს ნიშ­ნავს. ქის­ტე­ბი შე­მო­სე­ვას ვერ ბე­დავ­დნენ მისი ში­შით, ყვე­ლას ხო­ცავ­დაო… აქე­დან წა­მო­ვი­და ჩვე­ნი გვა­რიც…

– ანა­ტორ­ში დღეს ნა­სახ­ლა­რე­ბი არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი?

– ნა­სახ­ლა­რე­ბი იშ­ვი­ა­თად არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი… არ­ქე­ო­ლო­გე­ბის­თვის ალ­ბათ იქ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იქ­ნე­ბო­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ აკ­ლდა­მებ­თან ყო­ველ­თვის იმ­დე­ნად სა­ში­ნე­ლი ქარი ქრის, სან­თლებ­საც კი ვერ ვან­თებთ. ძა­ლი­ან მის­ტი­უ­რი ად­გი­ლია! წინ უზარ­მა­ზა­რი შავი კლდეა…

სო­ფელ­ში და­სახ­ლე­ბა ვე­ღა­რა­ვინ გა­ბე­და, რად­გან და­წყევ­ლილ ად­გილ­ზე ხევ­სუ­რი არ და­სახ­ლდე­ბა… მე ძა­ლი­ან მინ­დო­და ჩემი წი­ნაპ­რე­ბის ნა­სახ­ლა­რის ნახ­ვა, მაგ­რამ იქ მე­სა­ზღვრე­ე­ბი დგა­ნან და გარ­კვე­უ­ლი ნე­ბარ­თვაა სა­ჭი­რო… იქა­ურ მი­წა­ზე რომ ვდგა­ვარ, ცრემ­ლე­ბი ღა­პა­ღუ­პით ჩა­მომ­დის. ამ დროს უცხო­ე­ლებს ვხე­დავ­დი, რომ­ლე­ბიც იქ დახ­ტუ­ნა­ობ­დნენ, რად­გან წარ­წე­რე­ბიც კი არ აღირ­სეს აკ­ლდა­მებს არ­ცერთ ენა­ზე, თუ რამ­დე­ნად დიდი ტრა­გე­დი­ე­ბი დატ­რი­ალ­და იქ…

მქონ­და სურ­ვი­ლი ძვლე­ბი დაგ­ვე­მარ­ხა, მაგ­რამ ასე შე­მო­ი­ნა­ხეს, თვალ­ნათ­ლივ რომ დარ­ჩეს ხევ­სუ­რე­ბის უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი. აკ­ლდა­მე­ბი­დან აკ­ვა­ნიც კი მო­ი­პა­რეს, რად­გან ბე­ბია ამ­ბობ­და, რომ მის ბავ­შვო­ბა­ში იყო აკ­ვა­ნი აკ­ლდა­მა­ში… აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ამ აკ­ლდა­მებს სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს და მსოფ­ლი­ოს შე­მო­ვუ­ნა­ხოთ ის­ტო­რია ხევ­სურ­თა, ქარ­თველ­თა თავ­და­დე­ბის შე­სა­ხებ!”

ამბები