ალიევის და ფაშინიანის შეხვედრა ვენაში უშედეგოდ დასრულდა

ალიევის და ფაშინიანის შეხვედრა ვენაში უშედეგოდ დასრულდავენაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერის ნიკოლ ფაშინიანის პირველი ოფიციალური შეხვედრა შედეგებისა და ერთობლივი პრესკონფერენციის გარეშე დასრულდა.

უცხოური მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავდაპირველად, შეხვედრას ორივე ქვეყნის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელები, მინსკის ეუთოს ჯგუფის თანათავმჯდომარეები და ეუთოს თავმჯდომარის წარმომადგენელი დაესწრნენ, მოგვიანებით კი, ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს პირისპირ გაესაუბრნენ.

შეხვედრის წინ, რომელიც მარტის დასაწყისში დაიგეგმა, ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ილჰამ ალიევთან ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხის განხილვას კონკრეტული დღის წესრიგის გარეშე აპირებდა. ასევე, გეგმავდა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოლაპარაკებათა პროცესში ჩართვის საკითხის განხილვასაც.

იპნ