არჩილ თალაკვაძის გაქურდვისთვის 30 წლის ა.ს. დააკავეს

არჩილ თალაკვაძის გაქურდვისთვის 30 წლის ა.ს. დააკავესსაპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძეს ბინა გაქურდეს. შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო ღონისძიების შედეგად  ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული ა.ს..

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ბრალდებულმა 14 მარტს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სეიფში გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა.

სამართალდამცველებმა, ნაქურდალი თანხა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პრაიმ ტაიმი