ავიაკატასტროფა კოლუმბიაში – 14-ვე მგზავრი დაიღუპა

ავიაკატასტროფა კოლუმბიაში - 14-ვე მგზავრი დაიღუპაავიაკატასტროფა მოხდა კოლუმბიაში.

შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში ავარიული დაშვების მცდელობის დროს მოხდა. ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფას ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა. ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ქალაქის მერიცაა. რატომ მიიღო პილოტმა ავარიული დაშვების გადაწყვეტილება, ჯერჯერობით უცნობია.

თვითმფრინავი რეისს ქალაქ სან ხოსე დელგუა ვიარედან ვილა ვიცენსიოში

ასრულებდა.

რუსთავი 2