ავთანდილ ხურციძემ ამერიკის ციხეში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა

ავთანდილ ხურციძე, იგივე “ჩაქუჩა” თითქმის ორი წელი,ა რაც სასჯელს ბრუკლინის ციხეში იხდის.

ქართველმა მოკრივემ სოციალურ ქსელში საპატიმროში გადაღებული სურათები გაავრცელა.

ავთანდილ ხურციძე  2017 წლის 8 ივნისს აშშ-ში სპეცოპერაციისას 15 კაცთან ერთად დააკავეს. ჯგუფის წევრებს გამოძიებამ მძიმე ბრალდებები წაუყენა, მათ შორის კონტრაბანდა, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები, ფულის გამოძალვა, თაღლითობა, ფინანსური მაქინაციები.

ე.წ. შულაია ენთერფრაიზის დაჯგუფების ლიდერად გამომძიებლებმა ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, 40 წლის რაჟდენ შულაია დაასახელეს. 37 წლის ავთანდილ ხურციძე კი, მეტსახელად „ჩაქუჩა“ საბრალდებო მასალების მიხედვით რუსული მაფიის ბოსის – რაჟდენ შულაიას „კუნთი“ იყო ბრუკლინში.

ქართველ მოკრივეს სასამართლომ 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

შულაია და ხურციძე ნიუ იორკის ფედერალურმა სასამართლომ მიმდინარე წლის ივნისში ერთად გაასამართლა. ნაფიცმა მსაჯულებმა შულაიას მსგავსად, (რომელიც რუსეთის მოქალაქეა) დამნაშავედ საქართველოს მოქალაქე, მოკრივე ავთანდილ ხურციძეც ცნეს.

პრაიმ ტაიმი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019