ბათუმში მელანო ფუტკარაძის ახლობლები პოლიციას დაუპირისპირდნენ

ბათუმში მელანო ფუტკარაძის ახლობლები პოლიციას დაუპირისპირდნენბათუმში გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გარდაცვლილის ახლობლებმა ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთი გადაკეტეს, სამართალდამცავები გზის გახსნას შეეცადნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„ესენი არიან ჩვენი დამცველები? არც ქალი გაარჩიეს, არც კაცი, ისე დაგვიპირისპირდნენ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები გამოძიების დასრულებამდე გარდაცვლილი ქალის მკურნალი ექიმის, ეკა ფუტკარაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მათ ცოტა ხნის წინ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე და აჭარის პოლიციის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ბათუმში 28 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

იპნ