ჩელსი აზარის ტრანსფერში 130 მილიონს ითხოვს

ჩელსი აზარის ტრანსფერში 130 მილიონს ითხოვსლონდონის ჩელსი მზად არის თავისი ლიდერი ედენ აზარი ამ ზაფხულში გაყიდოს, თუმცა მასში საკმაოდ სოლიდურ თანხას 130 მილიონს ითხოვს. აზარის ყიდვა უკვე დიდიხანია სურს მადრიდის რეალს, თუმცა ამ თანხის გადახდაზე მათ შესაძლოა უარი თქვან.

აზარს 2020 წლის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი ჩელსისთან და ის თავისუფალი აგენტი გახდება, ამიტომ ლონდონელები ცდილობენ ბელგიელი ვარსკვლავი სარფიანად გაყიდონ. აზარმა რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა, რომ ის სავარაუდოდ ჩელსისთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.