“…და ავფეთქდი, მიყვარხარ, ციცინო” – თემურ კილაძემ ციცინო კობიაშვილს სიყვარული აუხსნა

"...და ავფეთქდი, მიყვარხარ, ციცინო" - თემურ კილაძემ ციცინო კობიაშვილს სიყვარული აუხსნამსახიობმა და რეჟისორმა ციცინო კობიაშვილმა, რომელსაც ასევე მსახიობები ჰყავს მეუღლეც და შვილიც – თემურ კილაძე და ჯაბა კილაძე, ძალიან ემოციური პოსტი მიუძღვნა მეუღლეს. თუმცა ამ პოსტს მისი მეუღლეს ასევე საჯარო, ემოციური აღიარება უძღოდა წინ:

“…და ავფეთქდი, მიყვარხარ, ციცინო” – სწორედ ასე აუხსნა კიდევ ერთხელ ცოლს სიყვარული 38-წლიანი ურთიერთობის შემდეგ თემურ კილაძემ.

ეს კი ქალბატონი ციცინოს პასუხი:

“დიდხანს ვიფიქრე, მეპასუხა თუ არა ასე საჯაროდ… ცოტა შორიდან დავიწყებ… მაშინ არც ინტერნეტი გვქონდა და არც მობილურები… ჩვენც ბევრად ახალგაზრდები ვიყავით… ყოველდღე მხვდებოდა ეს ორი სიტყვა – “მიყვარხარ, ციცინო “… ხან შესასვლელ კარზე, ხან – სარკეზე, ხან – ბალიშზე, ხან – ჯიბეში, ხან – წიგნში, ხან – ჩანთაში, ხან – პიანინოზე… ერთ დღეს კი, სახლის კარი გავაღე და პირდაპირ მთელ კედელზე დამხვდა დიდი წარწერა: მიყვარხაარ!!!
…ამ 38 წლის მანძილზე რამდენი რამე გამოვიარეთ ერთად… აღარ მოვყვები უამრავ სიხარულს, გულისტკენას, განსაცდელს, წარმატებას, გაჭირვებას… ერთმანეთისთვის ხელი არასდროს გაგვიშვია, და არც ზურგი შეგვიქცევია… რაც გვქონდა მადლიერები ვიყავით ბედის და ასე მოკრძალებულად და სიყვარულში გავზარდეთ შვილი და აქამდე მოვედით…
იცი, რა? ახლა უფრო მეტად მჭირდება შენგან ამ ორი სიტყვის გაგონება, გულწრფელი, სიყვარულით და მზრუნველობით სავსე შემოხედვა და რწმენა, რომ სიყვარულს ვერც დრო და ვერც ასაკი ვერაფერს აკლებს”.

მშობლები