და-ძმა, რომლებსაც მატარებელი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე არ იმყოფებიან

და-ძმა, რომლებსაც მატარებელი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე არ იმყოფებიანქუთაისში მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული და-ძმის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ინტერვენციული მედიცინის ცენტრში განმარტავენ, რომ ბავშვები რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

„ბავშვების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მცირეწლოვანები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან, თუმცა მართვით სუნთქვაზე არ იმყოფებიან. დინამიკა სტაბილურია. ამ დროისთვის არ დასჭირვებიათ ქირურგიული ჩარევა, უტარდებათ მკურნალობა”, -აცხადებენ კლინიკაში.

მათივე ინფორმაციით, 10 წლის გოგონას სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა. 5 წლის ბიჭს კი – ჰემატომა თავის ტვინში.

ბავშვებს მატარებელი 2 დღის წინ დაეჯახა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

იპნ