„დარწმუნებული ვართ, ლადო კახაძე გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს”- ირაკლი კობახიძე

„დარწმუნებული ვართ, ლადო კახაძე გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს”- ირაკლი კობახიძე„ქართულმა ოცნებამ“ მერის შუალედურ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატები წარადგინა. თბილისში მთაწმინდის მაჟორიტარად კი ლადო კახაძე დაასახელა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კახაძე საკანონმდებლო ორგანოს გაამდიდრებს:

“ჩვენ დღეს გვქონდა მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და საბოლოოდ დამტკიცდა ექვსივე კანდიდატი- როგორც მერობის კანდიდატები, ასევე, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. ისინი არიან საქმის პროფესიონალები, მათ უყვართ თავიანთი ქალაქი, სოფლები, რაიონები და შესაბამისად, ისინი საუკეთესოდ გაუძღვებიან იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან. ბატონ ლადო კახაძეს რაც შეეხება, მას ყველა კარგად იცნობს. მას წარდგენა რეალურად არ სჭირდება. დარწმუნებული ვართ, რომ ის გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით კანდიდატებთან დაკავშირებით, სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა.

,,ეს კანდიდატები შეარჩია პარტიამ. კანდიდატებთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს არის პარტიის საერთო გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.