დავით აღმაშენებლის და დავით სოსლანის სახელები ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელების იარაღზე ქართულად ეწერა

დავით აღმაშენებლის და დავით სოსლანის სახელები ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელების იარაღზე ქართულად ეწერაახალ ზე­ლან­დი­ა­ში, ქა­ლაქ ქრა­ის­თჩერჩში ორ მე­ჩეთ­ში ცე­ცხლის გახ­სნის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 40 ადა­მი­ა­ნამ­დე გა­ი­ზარ­და. ამის შე­სა­ხებ ახა­ლი ზე­ლან­დი­ის პრე­მი­ერ­მა ჯა­სინ­და არ­დერნ­მა გა­ნა­ცხა­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღემ­დე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რი იყო 27 და­ღუ­პულ­ზე.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ ოთხი პირი და­ა­კა­ვა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი ალ-ნუ­რი­სა და ლინ­ვუ­დის მე­ჩე­თებ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 13:45 სა­ათ­ზე შე­ვიდ­ნენ. შეს­ვლის­თა­ნა­ვე მათ კარი ჩა­კე­ტეს და სრო­ლა და­ი­წყეს.

თავ­დას­ხმის დროს ერთ მე­ჩეთ­ში 200-მდე, ხოლო მე­ო­რე­ში 300-მდე ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

აქვე, „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ ავ­რცე­ლებს სუ­რათს, სა­დაც ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის ია­რაღ­ზე და­წე­რი­ლი იყო სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლე­ბი, მათ შო­რის ქარ­თულ ენა­ზე და­ვით სოს­ლა­ნი­სა და და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლე­ბი. რო­გორც გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, ია­რაღ­ზე და­ტა­ნი­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც წარ­სულ­ში „მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბე­ბი ჩა­ი­დი­ნეს“.

ამბები