„ეს პოლიტიკური კონტექსტით არის განპირობებული და არის ოპოზიციური ნარატივი“ – გიორგი გახარია

„ეს პოლიტიკური კონტექსტით არის განპირობებული და არის ოპოზიციური ნარატივი“ - გიორგი გახარიასაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესტან ერთად დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს კითხვები ძირითადად მომატერბულ კრიმინალთან დაკავშრებით დასვეს. ჟურნალისტებთან საუბრისას კი შს მინისტრმა განაცხადა, რომ არსებული ვითარება არის ოპოზიციური ნარატივი:

„ეს ყველაფერი არის განპირობებული პოლიტიკური კონტექსტით და პოლიტიკური მოტივაციით და გასაგებია. ეს არის ოპოზიციური ნარატივი და ეს მისაღებია. ყველა მსგავს ბრალდებას, ისევე როგორც წერილს, გახსოვთ იყო ასეთი ბრალდება, რომ გახარია აიძულებს “თიბისი” ბანკს წილების დათმობას. შემდგომ ამას რა რეაქცია მოჰყვა “თიბისი “ბანკის მფლობელებისგან?- არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.