გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს7 დღის წინ დაკარგული გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს. მისი მშობლები წითელსოფელთან ნაპოვნი ჩამომხრჩვალი ბიჭის ამოსაცნობად წაიყვანეს, სადაც დადასტურდა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად დაკარგული გიგი გეგეჭკორია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკარგულ გიგი გეგეჭკორთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შვიდდღიანი ძებნის შემდეგ, გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება, მიმდინარე წლის 9 მარტს, 1992 წელს დაბადებული გიგი გეგეჭკორის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით. “112”-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო.

შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან. სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოებში. 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

პრაიმ ტაიმი