გომბორის საგუშაგოსთან საწვავით დატვირთული მანქანა დაიწვა

გომბორის საგუშაგოსთან საწვავით დატვირთული მანქანა დაიწვასართიჭალში, გომბორის საგუშაგოსთან სატვირთო ავტომანქანას, რომლითაც 1200 ლიტრი დიზელის საწვავი გადაჰქონდათ, ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მანქანა აფეთქებას მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად გადაურჩა.
„ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რეგინფო