ირაკლი ოქრუაშვილი – დავწერდი ზურაბიშვილის პრეზიდენტად დამსმელზე, მაგრამ სიტყვები გამექცევა

ირაკლი ოქრუაშვილი - დავწერდი ზურაბიშვილის პრეზიდენტად დამსმელზე, მაგრამ სიტყვები გამექცევათავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი  სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს შესახებ წერს:

„თვითმფრინავიდან გამოსვლისთანავე, გამთენიისას ვუყურე სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.

ქვეყნის ყველაზე მივარდნილი სოფლის, ყოველდღიური პრობლემებისაგან გათანგულ და დაღდასმულ, უკიდურეს გაჭირვებაში და უიმედობით მცხოვრებ რიგით მასწავლებელს უფრო მეტი პატრიოტიზმი, ერუდიცია, ღირსება, თავმდაბლობა, ქველობა, ინტელექტი, მომავალი თაობებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა, გემოვნება, უბრალოება და ა.შ. და ა.შ. გააჩია ვიდრე საქართველოს პრეზიდენტს.

პარიზში კი არა ომსკის რომელიმე სოფელშია მგონი გაზრდილი.

დავწერდი რეზიუმესაც მაგის დამსმელზე, მაგრამ სიტყვები გამექცევა“.