ირაკლი სესიაშვილი – “მართლმადიდებელი მღვდლების გარდა, ყველა სასულიერო პირი ჯარში უნდა გაიწვიონ”

ირაკლი სესიაშვილი - "მართლმადიდებელი მღვდლების გარდა, ყველა სასულიერო პირი ჯარში უნდა გაიწვიონ"მართლმადიდებელ მღვდლების გარდა, ყველა სასულიერო პირს ჯარში გაიწვევენ. გრიგორიანელ, კათოლიკე, ბაფტისტ და მუსლიმ სასულიერო პირებს მოუწევთ სამხედრო სავალდებულო სამსახური გაიარონ.

ირაკლი სესიაშვილის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სხვადასხვა რელიგიური კონფესიის პროტესტის მიზეზი გახდა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ.

სამხედრო სავალდებულო სამსახურს ათასობით ახალგაზრდამ, ”გირჩის” მიერ დაარსებული რელიგიურ ორგანიზაცია ”ბიბლიურ თავისუფლებაში” გაწევრიანებით აარიდა თავი. 18-დან 27 წლამდე ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია სასულიერო პირის წოდება უპრობლემოდ მიიღოს და ჯარში არ წავიდეს.

კანონპროექტის ავტორმა დღეს დაადასტურა რომ ცვლილებები ”გირჩის” მიერ რელიგიური ორგანიზაციის ჩამოყალიბების გამო გახდა აუცილებელი. ირაკლი სესიაშვილი თვლის, რომ ახალგაზრდები სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავს უკანონო გზით არიდებენ. კანონპროექტზე, რომელიც მისი ავტორის გარდა ყველასთვის დისკრიმინაციულია, პარლამენტი მსჯელობას უახლოეს მომავლში დაიწყებს.

ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა მეორე ინიციატივაც, რომლის მიხედვით სტუდენტებს სურვილის მიხედვით მუშაობის დაწყება დაცვის პოლიციაში შეეძლებათ და ეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად ჩაეთვლებათ.

რუსთავი 2