იურგენ კლოპი: ”ამ გამარჯვებით ბორუსიას ფანებიც გავახარეთ”

იურგენ კლოპი: ”ამ გამარჯვებით ბორუსიას ფანებიც გავახარეთ”ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ბაიერნთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისთვის ბაიერნის დამარცხება ყოველთვის სასიამოვნოა. კლოპის აზრით ლივერპულმა თითქმის იდეალური თამაში აჩვენა და მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა:

”ეს გამარჯვება ძალიან სასიხარულოა და ვფიქრობ დორტმუნდში ბევრი ადამიანი გავახარეთ. ჩემი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ და მეტოქეს არაფრის გაკეთების საშუალება არ მივეცით. ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ”–განაცხადა კლოპმა.