იურგენ კლოპი: ”პორტოს სერიოზულად უნდა შევხედოთ”

იურგენ კლოპი: ”პორტოს სერიოზულად უნდა შევხედოთ”ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პორტო სუსტი გუნდი არ არის და მათთან სერიოზულად თამაშია საჭირო:

”პორტო ერთი შეხედვით იოლი მეტოქე ჩანს, მაგრამ ეს ასე არ არის და ჩვენ წინ რთული მატჩები გველის. ნახევარფინალზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან წინასწარ საუბარი არ მიყვარს. წარმატებას ეტაპობრივად უნდა მივაღწიოთ”–განაცხადა იურგენ კლოპმა.