“ივანიშვილს ექიმების დახმარება სჭირდება” – გერმანელი ფსიქიატრები შუშის სასახლეში

"ივანიშვილს ექიმების დახმარება სჭირდება" - გერმანელი ფსიქიატრები შუშის სასახლეშიბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის შესახებ, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ქართული ოცნებიდან დისტანცირებული პოლიტიკოსი გვიყვება რომ ოლიგარქის დასახმარებლად გერმანიიდან ფსიქიატრთა სპეციალური ჯგუფი ჩამოვიდა.

ივანიშვილის ჯანმრთელობის პრობლემის თაობაზე, რომელიც შესამჩნევი ინსულტის გადატანის შემდეგ გახდა, ინფორმაცია წინა კვირას, ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-მ გაავრცელა ექსკლუზიურად.

„ბატონ ბიძინას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ექიმების მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს“ – აცხადებდნენ მასზე ქართული ოცნების აწ უკვე ყოფილი ლიდერები და ამის დასტურად პარტიის ოფისში გამართულ ერთერთ თათბირს ასახელებდნენ, როდესაც ოლიგარქმა, მოულოდნელად, ჯერ სიმღერა დაიწყო, შემდეგ ბავშვობის ამბები გაიხსენა, ბოლოს კი, ადგა და წავიდა…

ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბარს გაურბიან მმართველ გუნდში.

ქართულ ოცნებაში ამბობენ რომ “ბატონი ბიძინა სრულიად ჯანმრთელი და ადეკვატურია და მას ამგვარ ამბებს პარტიიდან გარიცხული დეპუტატები უგონებენ”.

კონსილიუმი შუშის სასახლეში 

თუმცა, არსებული რეალობის მოგვარების მიზნით, საქართველოში გერმანელ ფსიქიატრთა ჯგუფი კონსპირაციულად მოიწვიეს, რომელმაც უნდა დადოს დასკვნა: რა სჭირს ბიძინა ივანიშვილს და კონკრეტულად ფსიქიკური პრობლემის რომელი ფორმა აქვს: დეპრესია, შიზოფრენია, პოსტ ტრავმული აშლილობა თუ ბიპოლარული აშლილობა…

რა თქმა უნდა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალი, შესაძლოა, პირადი საიდუმლო იყოს.

ამიტომ, იმის გამო რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის ერთპიროვნული მმართველია და მისი მოქმედება გავლენას ახდენს საქართველოს აწმყოსა და მომავალზე, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი გავასაჯაროვეთ.

ვიმედოვნებთ რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქართული ოცნებიდან წამოსული ლიდერების თქმით, პარალელურად, ძლიერ ფსიქოტროპულ წამლებს იღებს, გერმანელ ფსიქიატრთა დახმარებით, მალე გამოჯანმრთელდება.

 “პრესა.ჯი”