კალაძე დღეს “ლივერპულისა” და “მილანის” ვეტერან ფებურთელებს შორის ამხანაგურ მატჩში ითამაშებს

კალაძე დღეს "ლივერპულისა" და "მილანის" ვეტერან ფებურთელებს შორის ამხანაგურ მატჩში ითამაშებსთბილისის მერი, „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე ლივერპულში, ენფილდის სტადიონზე საფეხბურთო კლუბების “ლივერპულისა” და “მილანის” ვეტერან ფებურთელებს შორის ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ კალაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ძალიან სასიამოვნოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ განვიცადო ის გრძნობა, როდესაც საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი თამაშისთვის ემზადები. მიხარია, რომ ვხვდები ჩემს თანაგუნდელებს, მეგობრებს, რომლებთან ერთადაც 10 წელი გავატარე. ჩემს კარიერას “მილანში” წარმატებულს დავარქმევდი. რისი მოგებაც შესაძლებელი იყო კლუბის დონეზე, ერთად ყველაფერი მოვიგეთ, თუმცა იყო ჩემპიონთა ლიგის ერთი რთული ფინალი, როდესაც 3:0 ვიგებდით. მეორე ტაიმში სამი ბურთი გაგვიტანეს, გაგვითანაბრეს და შემდეგ მცირედით დავმარცხდით. ეს შეხვედრა ზუსტად “ლივერპულთან” იყო და თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან მძიმედ გადავიტანეთ. დღეს იმართება საქველმოქმედო მატჩი იგივე შემადგენლობით, როგორც 2007 წლის მატჩში. ძალიან კარგი განწყობაა, ყველა ბილეთი გაყიდულია და ვფიქრობ, გულშემატკივარი ისიამოვნებს.

ლივერპულში, ენფილდის სტადიონზე საფეხბურთო კლუბების “ლივერპულისა” და “მილანის” ვეტერან ფებურთელებს შორის დღეს ამხანაგური მატჩი გაიმართება.“- წერს კახა კალაძე.