კეილორ ნავასი: ”სოლარი შანსს საერთოდ არ მაძლევდა”

კეილორ ნავასი: ”სოლარი შანსს საერთოდ არ მაძლევდა”მადრიდის რეალის პუერტორიკელი მეკარე კეილორ ნავასმა რეალის ყოფილ მთავარ მწვრთნელზე სანტიაგო სოლარიზე ისაუბრა და თქვა რომ არგენტინელი სპეციალისტი მას საერთოდ არ აძლევდა შანსს. ნავასის თქმით ზიდანის დაბრუნებამდე, ის რეალიდან წასვლაზეც კი ფიქრობდა:

”როდესაც სოლარი ჩვენთან მუშაობდა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მოედანზე არასოდეს გამოვიდოდი. მიხარია, რომ ჩვენი მწვრთნელი ისევ ზიდანია, რადგან ვიცი რომ შანსი მექნება”–განაცხადა კეილორ ნავასმა.

წლევანდელ სეზონში ნავასმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და მისი ადგილი ტიბო კურტუამ დაიკავა.