ხაშურში ქმარმა ცოლი სილამაზის სალონში დანით აჩეხა

ხაშურში ქმარმა ცოლი სილამაზის სალონში დანით აჩეხახაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონში 30 წლის ქალი დაჭრეს. “ნიუპოსტის” ცნობით, თ.ლ-ს ცივი იარაღი საკუთარმა მეუღლემ შვიდჯერ დაარტყა.

დაჭრილ ქალს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ 32 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა, როგორც შსს-ში “ნიუპოსტს” უთხრეს, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებულს 13 დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დანაშაულის ჩადენის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.