ხუხაშვილი – “რას ეძებენ თიბისი ბანკის კომპიუტერში, თალაკვაძის ლექსები აქვს ჩაწერილი ვიღაცას?”

ხუხაშვილი - “რას ეძებენ თიბისი ბანკის კომპიუტერში, თალაკვაძის ლექსები აქვს ჩაწერილი ვიღაცას?”“პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსში” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევის საქმეზე ისაუბრა.

ხუხაშვილი დაინტერესდა თუ რას ეძებენ კომპიუტერში.

წამყვანმა ხუხაშვილს ჰკითხა, თუ რა მიზეზი ან ახსნა შეიძლება ჰქონდეს „თიბისი ბანკის“ საქმის გარშემო ბოლო პერიოდში არსებულ „სიჩუმეს“.

ხუხაშვილის თქმით, დაზუსტებით ვერაფერს იტყვის და საზოგადოება პროცესს უნდა დააკვირდეს.

„არ ვიცი, ჩვენ უნდა გავყვეთ პროცესს. ფულის გათეთრების კვალიფიკაცია ყოველ შემთხვევაში, , რაც პროკურატურამ გვითხრა, იქ არსად არ ჩანს. ფულის გათეთრების გარეშე ხელისუფლება ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება. თუ მაინც შეეცდებიან ფულის გათეთრება „ შეკერონ“ ამ საქმიდან, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ ამისთვის“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა

კითხვაზე, რამდენად შეიძლება იყოს „თიბისი ბანკის“ საქმე ხელისუფლებისთვის გარდამტეხი, გია ხუხაშვილი პასუხობს, რომ მისთვის უცნობია, რა შეიძლება გახდეს ბოლო წვეთი, თუმცა მიიჩნევს რომ დღეს ხელისუფლების ბოლო იმედი მხოლოდ და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროა და ბოლო პერიოდში აღნიშნული უწყების პრესტიჟიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ბოლო წვეთის როლს რა ითამაშებს მე არ ვიცი, შეიძლება ეს ძალიან უმნიშვნელო საკითხიც იყოს. იმდენად ძალიან არის მომატებული წნევა – რა საკითხზე იფეთქებს, მე აღარ ვიცი. ფულის გათეთრებას თავი დავანებოთ, გუშინ მოვისმინე შს მინისტრის განცხადება ჰაკერულ შეტევასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება მიდის. ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი ტონი. ეს სამინისტრო არის ბოლო იმედი იმისა, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება რაღაცა დალაგდეს და ეს რა განცხადებებია ვერ გავიგე. ივნისში მოხდა ეს ფაქტი ხომ, ოთხი წერილი მიწერა „თიბისი ბანკმა“ , დაზარალებულმა. მით უმეტეს საქმე ფინანსურ სტაბილურობას ეხებოდა ქვეყანაში, კიბერტერორიზმის აქტთან გვქონდა საქმე. . წერილზე პასუხს არ სცემდნენ. …მეოთხე წერილზე უკვე თებერვლის თვეში – თავი დაგვანებეო, ექსპერტიზაზე ვარო ეს უპასუხეს. მე დავიჯერო, რომ იქ ვინმე რამეს იძიებს?! -არავინ არაფერს იძიებს. გამოძიებული საქმე მისცეს ხელში „თიბისი ბანკის“, შესაბამისი აიპი დაუსახელეს. რას ეძებენ იმ კომპიუტერში, თალაკვაძის ლექსები აქვს ჩაწერილი ვიღაცას თუ რას ეძებენ?! რისი ექსპერტიზა ტარდება შვიდი თუ რვა თვეა?!“ – აცხადებს ხუხაშვილი.