კიბერთავდასხმა თიბისიზე და 4 წერილი, რომელიც ხაზარაძემ გახარიას მიწერა

კიბერთავდასხმა თიბისიზე და 4 წერილი, რომელიც ხაზარაძემ გახარიას მიწერა„ტვ პირველი“ 4 წერილს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, რომ თიბისი ბანკიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში კიბერშეტევის ფაქტზე არაერთი შეტყობინება გაიგზავნა.
მესამე წერილში მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას წერს, რომ შეტყობინების გაგზავნიდან 2 თვე გავიდა, თუმცა გამოძიების ფარგლებში პროგრესი არ შეინიშნება.

მომდევნო წერილში ხაზარაძე გიორგი გახარიას სწერს, რომ პირველი შეტყობინების გაგზავნიდან საკმაო დრო გავიდა, თუმცა გამოძიების მსვლელობის შესახებ ბანკისთვის არაფერია ცნობილი.

ნიუპოსტი