კრიშტიანო რონალდუ: ”სწორედ ამისთვის მიმიწვიეს იუვენტუსში”

კრიშტიანო რონალდუ: ”სწორედ ამისთვის მიმიწვიეს იუვენტუსში”კრიშტიანო რონალდუმ ატლეტიკოსთან 3 გოლის გატანა შეძლო და შეიძლება ითქვას, რომ მარტომ მოუგო მადრიდელებს. მატჩის შემდეგ რონალდუ სიხარულს არ მალავდა და პორტუგალიელის თქმით მის გუნდს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება:

”დღეს საოცარი საღამო იყო და პირველ რიგში ბედნიერი ვარ იმით რომ მეოთხედფინალში გავედით. ჩემპიონთა ლიგა ძალიან რთული ტურნირია, ამიტომ მის მოგებაზე საუბარი ჯერჯერობით ზედმეტია, თუმცა ჩვენ მხოლოდ ეს მიზანი გვაქვს. იუვენტუსი უკან არ დაიხევს”–განაცხადა რონალდუმ.