ლელა კა­კუ­ლი­ას შვილ­მა თამარ პატარაიამ თაკო ჩარ­კვი­ა­ნის პარ­ტია და­ტო­ვა

ლელა კა­კუ­ლი­ას შვილ­მა თამარ პატარაიამ თაკო ჩარ­კვი­ა­ნის პარ­ტია და­ტო­ვალელა კა­კუ­ლი­ას შვილ­მა თაკო ჩარ­კვი­ა­ნის პარ­ტია და­ტო­ვა.

თა­მარ პა­ტა­რა­ია სულ ცოტა ხნის წინ შექმნილი პარტია”კა­ნო­ნი და სა­მარ­თლის” წევ­რი სულ ცოტა ხნის წინ გახ­და, მაგრამ გუნ­დი “იდე­უ­რი სხვა­ო­ბის” გამო და­ტო­ვა.

პა­ტა­რა­ი­ას გან­ცხა­დე­ბას ლელა კა­კუ­ლია “ფე­ის­ბუ­ქის” სა­კუ­თარ გვერ­დზე ავ­რცე­ლებს :

“მე­გობ­რე­ბო, მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბო, რომ, გა­მომ­დი­ნა­რე იდე­უ­რი სხვა­ო­ბი­დან, დღეს მე დავ­ტო­ვე პარ­ტია „კა­ნო­ნი და სა­მარ­თლის“ რი­გე­ბი.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე საკ­ვან­ძო სა­კი­თხში ერ­თმა­ნეთს კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ემ­თხვე­ვა, რის გა­მოც მი­ვი­ღე კი­დეც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

მად­ლო­ბას ვუხ­დი „კა­ნო­ნი და სა­მარ­თლის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ ქალ­ბა­ტონ თაკო ჩარ­კვი­ან­სა და პარ­ტი­ის წევ­რებს ამ მოკ­ლე ხან­ში მი­ღე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის­თვის და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ შემ­დგომ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

P.S. აქვე მინ­და გან­ვმარ­ტო შემ­დე­გი: ეს ნა­ბი­ჯი არა­ნა­ი­რად არ უკავ­შირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში (და კონ­კრე­ტუ­ლად აღ­ნიშ­ნულ პარ­ტი­ა­ში) ჩემი გა­მო­ჩე­ნი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლის უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. დიახ, მე ვუს­მენ ჩემი ხალ­ხის ხმას, მაგ­რამ ეს ის შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც მე მა­ვან­თა აზრი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო.

ჩემს მხარ­დამ­ჭე­რებ­სა და კე­თი­ლის მსურ­ვე­ლებს კი, დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით ნდო­ბი­სა და გვერ­დში დგო­მის­თვის!!”