ლევან ვასაძე – “შენ შეიძლება ხარ ვიღაცა სხვა ერის “ოცნება”, მაგრამ “ქართული ოცნება“ ნამდვილად არა“

ლევან ვასაძე - “შენ შეიძლება ხარ ვიღაცა სხვა ერის “ოცნება”, მაგრამ “ქართული ოცნება“ ნამდვილად არა“ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელებულ ვიდეოში ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირების მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დაპირისპირება „ნამდვილად არ არის პიროვნული ხასიათისა“ და სათავეს იღებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ქვეყნის რეალური მმართველის დაშვებული შეცდომებიდან, რაც იმიგრაციის, ანტიდისკრიმანციული კანონის, ნარკოპოლიტიკის თუ არაერთი სხვა „გამანადგურებელი ჭირის“ სახით „ახრჩობს“ ქვეყანას, ამ ვითარებაში კი ლევან ვასაძე ამბობს, რომ არ მოერიდება ბიძინა ივანიშვილთან თუ სხვებთან „უმწვავეს დაპირისპირებას“, რადგანაც ხედავს, რომ ივანიშვილის პოლიტიკა „ვნებს ჩემს სამშობლოს“.

„რაღა ჯანდაბა „ქართული ოცნება“ ხარ შენ?! შენ შეიძლება ხარ ვიღაცა სხვა ერის ოცნება, მაგრამ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არა“ – აცხადებს ლევან ვასაძე, რადგან თვლის, რომ ივანიშვილს 6-წლიანი მმართველობის პერიოდში საერთოდ არაფერი გაუკეთებია „ქვეყნის მთავარი ოცნების ასახდენად – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად“.- ამბობს ბიზნესმენი ვიდეო მიმართვაში.

გურიის მოამბე