მაიამიში კონორ მაკგრეგორი დააკავეს

მაიამიში კონორ მაკგრეგორი დააკავესირლანდიელი შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი კონორ მაკგრეგორი მაიამიში გულშემატკივარისთვის ტელეფონის დამსხვრევის გამო დააკავეს.„ბიბისის“ ცნობით, სპორტსმენმა ფანს ტელეფონი მაშინ დაუმსხვრია, როდესაც იგი მაკგრეგორისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდა. მაკგრეგორმა ჯერ მობილური ტელეფონი გამოართვა გულშემატკივარს, შემდეგ დაუმტვრია და ნაწილები თან წაიღო.

შემთხვევა მაიამის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. როგორც ცნობილია, მობილური ტელეფონის ფასი დაახლოებით 1000 დოლარი იყო.

შეგახსენებთ, გასულ წელს მაკგრეგორს სასამართლომ 5-დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრა, ვინაიდან სპორტსმენი ბრუკლინში თავს დაესხა ავტობუსს, რომელშიც მისი კონკურენტი სპორტსმენები ისხდნენ.

იპნ