მამუკა მდინარაძე მამუკა ხაზარაძეს – უნდა თქვათ, რა ფორმით მიიღეთ წერილი – რატომ არ მიიტანეთ თავის დროზე წერილი პროკურატურაში?

მამუკა მდინარაძე მამუკა ხაზარაძეს - უნდა თქვათ, რა ფორმით მიიღეთ წერილი - რატომ არ მიიტანეთ თავის დროზე წერილი პროკურატურაში?პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლისგან ითხოვს, რომ მის მიერ მიღებული მუქარის შემცველი წერილის შესახებ მეტი დეტალი გააჟღეროს.

მამუკა მდინარაძის თქმით, წერილის შესახებ ნახევრად საუბრით საზოგადოება გაურკვევლობაში რჩება.

„ბატონო მამუკა, თქვენ თქვით წერილის შესახებ, ნახევრად თქმას აზრი არ აქვს. რადგან უკვე ისაუბრეთ ამაზე, მაშინ უნდა თქვათ, რა ფორმით მიიღეთ ეს წერილი, როდის, სად მიიღეთ და რასთან დაკავშირებით, გვითხარით ბოლომდე. ისიც უნდა გვითხრათ, რატომ არ მიუტანეთ წერილი პროკურატურას თავის დროზე, დღეს თუ გააკეთებთ ამას და ა.შ. ნახევრად თქმით გაურკვევლად ტოვებთ ბევრ რამეს საზოგადოებაში“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ მამუკა ხაზარაძეს.

დეპუტატმა ხაზარაძეს „თიბისი ბანკის“ საქმეზე სხვა კითხვებითაც მიმართა.

„არსებობს ორი მთავარი კითხვა, პირველი ეს არის, რომ ბევრ ადამიანს, ვისაც ვესაუბრები, წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ 17 მილიონი ბანკიდან გაიტანოს ადამიანმა და მისგან ამავე ბანკის ყველაზე მსხვილმა აქციონერმა ისესხოს თანხა ისე, რომ წინა ტრანზაქციაზე წარმოდგენა არ ჰქონდეს. თქვენ ბრძანეთ, რომ ეს არ იცოდით და ეს გაირკვა შემდგომ. დამიდასტურეთ, რომ წერეთელმა გაიტანა თანხა ბანკიდან ერთ დღეს და ძალიან მალე თანხა თქვენს პირად ანგარიშებზე დაირიცხა. ამ კითხვებზე ვთქვათ პასუხი, რატომ მოხდა ასე. დამთხვევაა თუ რა არის. მეორე კითხვას რაც შეეხება ნამდვილად ლეგიტიმურია, რატომ 11 წლის შემდეგ?! ჩვენ ვიცით, რომ 2008 წელს დაიწყო ეს ამბავი, შემდეგ 2012 წელს არის გადაცემული ვალდებულება. განცხადებაში წავიკითხეთ, რომ კომპანიაში ერთ-ერთი ტოპმენეჯერი, ღაზაძე იგივე ოფშორული კომპანიის ხელმძღვანელია. იქნებ ეს ყველაფერი განგვიმარტოთ. მთავარი კითხვა, ხომ არ გაქვთ რაიმე მონაცემი, ან მტკიცებულება, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ეს იცოდა 7 ან 4 წლით ადრე. ამ ხალხს ხომ არ ჰქონდა ეს მონაცემები და რეაგირება მოახდინეს გვიან. ამის შესახებ რაიმე მტკიცებულება ხომ არ გაქვთ“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ მამუკა ხაზარაძეს.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების წინ, მან შს მინისტრ გიორგი გახარიასგანმუქარის შემცველი წერილი მიიღო.

მამუკა ხაზარაძე – ”გახარიამ მუქარის შემცველი წერილი მომწერა”