მარიამ სანოგო თავის შვილს ნათესავებს არ აჩვენებს

მარიამ სანოგო თავის შვილს ნათესავებს არ აჩვენებსაფრიკული წარმოშობის, საქართველოში გაზრდილი მოდელი, მარიამ სანოგო ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა პოდიუმზე გამოვიდა. პარალელურად ტელეიმედის საინფორმაციო გამოშვებაში ამინდის პროგნოზი მიჰყავს.

თებერვალში მარიამის ცხოვრებაში, უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა – ის და მისი ქმარი, მსახიობი გიორგი ლაშქარაძე ბიჭის მშობლები გახდნენ.

“კეთილი იყოს, შენი ჩემს სამყაროში შემობრძანება”, – დაწერა მარიამმა სოციალურ ქსელში, როცა პატარა ზურაბი გაჩნდა.

– მარიამ, მშობიარობის შემდეგ, ტელევიზიაში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებთ მუშაობას, სამოდელო სფეროშიც ასეთი აქტიური ხართ, თუ ბავშვის გაჩენამ ხელი შეგიშალათ?
– ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამოდელო სფეროში შვებულების აღება მომიხდა. სხვათა შორის, ორსულობის ბოლო დღემდე გადაღებებში ვმონაწილეობდი. ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო, იმ პერიოდში გადაღებებზე სიარული.

– სამოდელო კარიერას ალბათ გააგრძელებთ?
– რა თქმა უნდა.

– რაზე მოგიწიათ უარის თქმა ორსულობისას?
– ბევრ პროცედურაზე მომიწია უარის თქმა. მაგალითად, აცეტონს ვერ ვიყენებდი. ზეთოვანი სითხით შევცვალე. ამ დროს არ შეიძლება სახის წმენდა, ლაზერული ეპილაცია, მაკიაჟზეც უარის თქმა მომიწია. გამიჭირდა, რადგან ყოველდღე ეთერში გავდიოდი.

– დედობა როგორ გაითავისეთ?
– ჯერჯერობით კარგად ვართმევ თავს. არ მიჭირს ბავშვის მოვლა, პირიქით, ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებ.

– ვინმე გეხმარებათ?
– მეუღლე. საკმაოდ მოხერხებული ბიჭია. თანაბრად ვიყოფთ მოვალეობებს.

– ახალგაზრდა ოჯახი ცალკე ცხოვრობთ?
– მშობლები ცალკე ცხოვრობენ. ჩვენი ოჯახები პატარას დიდი სიხარულით შეხვდნენ. ყველა მონდომებულია. მეც და ჩემს ქმარსაც პატარა ძმები გვყავს. ბავშვი როცა წამოიზრდება, ბიძებიც ჩაერთვებიან მოვლაში, მამიდა ხო საერთოდ.
სიმართლე გითხრათ, ჯერ ნათესავებს არ ვიღებ, რადგან ბავშვი პატარაა. ოჯახის დანარჩენ წევრებს, ერთი სული აქვთ, ხელში როდის აიყვანენ. მე კი ისეთი დედა ვარ, ხელში აყვანაზეც პრობლემა მაქვს. ვირუსებია და იმიტომ. ამის გამო მაკრიტიკებენ, მაგრამ რა ვქნა, ჯერ პატარაა.

სტატია სრულად “სარკის” ახალ ნომერში წაიკითხეთ