მასობრივი ჩხუბი ბათუმის საავადმყოფოში – პაციენტების მნახველებმა ქალი და მამაკაცი დაჭრეს

მასობრივი ჩხუბი ბათუმის საავადმყოფოში - პაციენტების მნახველებმა ქალი და მამაკაცი დაჭრეს2 მარტს საღამოს 7 საათზე ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეზოში 2 ადამიანი დაჭრეს, ხოლო 4 ადამიანს სცემეს.

როგორც „ბათუმელებს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, ინციდენტი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა.

“დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი არის დაჭრილი, ერთი მძიმედ დაჭრილი იყო, შემავალი ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში და ოპერაცია გავუკეთეთ. რეანიმაციაში წევს და აგრძელებს მკურნალობას. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეორე დაჭრილი ქალია, ბარძაყში ჰქონდა ჭრილობა, გავუკეთეთ ოპერაცია და პალატაში აგრძელებს მკურნალობას.

კიდევ ერთი დაზიანებული იყო, რომელსაც გავუწიეთ მკურნალობა და გავუშვით სახლში.

პაციენტი, რომლის მნახველებს შორისაც მოხდა ინციდენტი, ისიც გავწერეთ სახლში, იმიტომ რომ გუშინ შემოვიდა და დღეს დაასრულა მკურნალობა. და კიდევ იყო სამი დაზიანებული ინციდენტის შედეგად, რომელიც გადავიყვანეთ სხვადასხვა საავადმყოფოში,” – უთხრა „ბათუმელებს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა.