“მერაბ კოსტავაზე ხელს ვერ აღმართავდი. მისი შინაგანი ელვარება ამის საშუალებას არ მოგცემდა” – რას იხსენებს კონსტანტინე გამსახურდია

"მერაბ კოსტავაზე ხელს ვერ აღმართავდი. მისი შინაგანი ელვარება ამის საშუალებას არ მოგცემდა" - რას იხსენებს კონსტანტინე გამსახურდიაკონსტანტინე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“როდესაც მერაბ კოსტავა ქსნის კოლონიიდან 1987 წელს თბილისში ჩამოვიდა, იგი ბიბლიური სამყაროდან თანამედროვეობაში გადმოხვეწილ ინდვიდიდუალობას გავდა. ის, რასაც აქ ვგულისხმობ, ვერც ერთი ხელსაწყოთი ვერ გაიზომება, ვერც აიწონება. მას შემდეგ მრავალი მიტინგი იყო, რომელთაგან ბევრს ბოლომდე მშვიდობიანად არ ჩაუვლია, მაგრამ მისდამი უკადრისი მოპყრობა არ მახსენდება არც ძალოვნებისგან, არც “ტიტუშკებისგან”.

აქ, სოცქსელებში და ზოგიერთ მოყვითალო გაზეთში როდესაც ტრიალებს ინფორმაცია, თითქოს ვიღაცამ “გეპეისთან” მისთვის ხელის დარტყმა სცადა, ვიღაცამ მასზე გაიწია, მწარედ მეცინება – ანუ ყვებიან 1989 წლის გაზაფხულზე თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან გამართული აქციის შესახებ, სადაც მართლაც იყო შეხლა-შემოხლა რექტორატის მიერ ორგანიზებულ აქტივთან. ეს “შავპიარული” ამბავია – ვიღაცის გასაბანძებლად მოიგონეს.

მერაბზე ხელს ვერ აღმართავდი. იმიტომ, რომ მისი შინაგანი ელვარება ამის საშუალებას არ მოგცემდა. და რა გზავნილიც მისგან მოდიოდა, კონფლიქტისკენ არავის უბიძგებდა.”