ნათია ფანჯიკიძე – “არასდროს დაუძახო ბაბაია იმას, ვინც მოგერევა”

ნათია ფანჯიკიძე - "არასდროს დაუძახო ბაბაია იმას, ვინც მოგერევა"ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა:

“ნეტავ როდის დაიბადა ყველაზე უღირსი ანდაზა “დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო” და როდის ჩაითვალა ეს გონიერებად. არასდროს დაუძახო ბაბაია იმას, ვინც მოგერევა. ის ვინც ღირსია მოგერიოს, ვინც შენს მომრევად დაიბადა, არასდროს დაიწყებს შენი მორევისთვის თავის შეწუხებას. და თუ მოგერია დათვი თუ ტურა და არცერთი სხვა გზა აღარ არსებობს, სანამ ბაბაიას თქმას დააპირებ, მოკვდი. უბრალოდ ადექი და მოკვდი. იმიტომ რომ იმ დღეს მოკვდება შენში ყველაფერი, რისთვისაც შენი ადამიანური არსი შეიძლება გიყვარდეს და გიხაროდეს, ზუსტად იმ წამს, როცა პირველ ბაბაიას წარმოთქვამ და ეს სიკვდილი იმ ბუნებრივ სიკვდილზე უარესია, რომელიც აუცილებლად მოგელის.”