ნაციონალები და ევროპელები გაერთიანდნენ – ზუგდიდში – მელია, მთაწმინდაზე – შავგულიძე

“ევროპულმა საქართველომ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც მთაწმინდის შუალედურ, ისე ზუგდიდის მერის არჩევნებში ისინი საარჩევნო რინგზე საერთო კანდიდატით ავლენ.

უკვე გარკვეულია მარათონის მონაწილეებიც. ზუგდიდში ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაა, მთაწმინდაზე კი, ადვოკატი შალვა შავგულიძე, რომელსაც ევროპელები ლობირებენ. ირაკლი ალასნიას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ სწორედ ის თავმჯდომარეობს.

თუმცა, ეს შეთანხმება მოქმედებს ყველა სხვა არჩევნებზეც. მაგალითად, ზესტაფონი და ხულო ნაციონალების „იქნება“, ჭიათურა და მარნეული – ევროპელების.

ყოფილი მმართველი პარტია ზესტაფონში დავით კირკიტაძის დაყენებას აპირებს. სანამ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და სასამართლოს მისთვის განაჩენი წაყენებული არა აქვს, ნაციონალებს მისი წამოყენების უფლება აქვთ. ამ შემთხვევაში, კირკიტაძე საარჩევნო კამპანიას საპატიმროდან აწარმოებს.

2014 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხონის ყოფილ გამგებელი, ზურაბ ჯიბუხაიას დაასახელა. თუმცა, ის უკვე დაკავებული იყო მის მოადგილესთან, ბესარიონ ჭელიძესთან ერთად, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებით. ჯიბუხაიას ბრალად ედებოდა ფინანსური პოლიციის მიერ ჩამორთმეული უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის საამქროებისთვის გადაცემა. ყოფილ გამგებელს სასამართლომ 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მანამდე, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლის 42%-ის მხარდაჭერა მოიპოვა, მეორე ტურში „ქართულ ოცნებასთან“ დამარცხდა.

2015 წელს იგი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

რაც შეეხება დავით კირკიტაძეს, იგი პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 20 დეკემბერს კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

პრაიმტაიმი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019