”ნინო გვენეტაძეს ეშინოდა, რომ სცემდნენ საბჭოს სხდომაზე”

”ნინო გვენეტაძეს ეშინოდა, რომ სცემდნენ საბჭოს სხდომაზე”უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ყოფილმა თანაშემწემ კახა წიქარიშვილმა დღეს არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მან ნინო გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ისაუბრა:

“ვინმემ მკითხეთ, ნინო გვენეტაძე სად არის, ან რა რეაგირებას აკეთებს? არის გამქრალი, იმალება ხალხისგან და იმალება საზოგადოებისგან. ის რეალურად, მარტო აღმოჩნდა და ვინაიდან ის მარტო აღმოჩნდა, მას ფიზიკურადაც შეეშინდა, თქვენ წარმოიდგინეთ. საბჭოში, რომელშიც ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის უკვე ფიზიკურადაც შეშინდა, რომ მას საბჭოს სხდომაზე აიღებდნენ და სცემდნენ საბჭოს შემადგენლობა.

შესაბამისად, წარმოიდგინეთ, მისი პიროვნება რა დონის სტრესის ქვეშ ჩავარდა და მან აირჩია პოლიტიკა კლანთან თანამშრომლობის და არა ბრძოლის. თანამშრომლობის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ის ერთი დღე დაეთანხმა კლანს, მეორე დღე დაეთანხმა, მესამე დღე და როდესაც მივიდა პიკამდე, რომ კლანის მსახური უნდა გამხდარიყო, მოსამსახურე ამ კლანის, ამ პიკზე გადადგა ზუსტად,“ – განაცხადა წიქარიშვილმა.

ნიუპოსტი